თბილისში, სუპერმარკეტ “სპარში” თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა აფხაზეთიდანაა. 19 წლის მათე ჯომიდავა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 დეკემბრიდან მკურნალობდა. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა. დაშავებული გარდაიცვალა.
მათე ჯომიდავა გალის სოფელ საბერიოში ცხოვრობდა. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად “სპარში” კონსულტანტად მუშაობდა.