სუს-მა ლაშა გოგიას წინააღმდეგ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ატიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას წინააღმდეგ სსკ-ის 338-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება. ჩანაწერში, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგიას და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ხმა ისმის, სადაც საუბარია ბიზნესმენის მიერ გოგიასთვის ვიცე-მერის გია გულორდავას ხელით 10 000 დოლარის გაგზავნაზე კონკრეტული ობიექტის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიამ თანამდებობა გუშინ საღამოს დატოვა, დღეს კი იგივე გადაწყვეტილება ვიცე-მერმა გია გულორდავამაც მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი