სუს-მა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას გეგმავს, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს“, – აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი