სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი