მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “მთავარის” ინფორმაციით, მანაქანა მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.
ავარია გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები თბილისში გადაასვენეს.