მეშვიდე დღეა, ჯვარი-მესტიის ცენტრალურ მგისტრალზე გერმანიის მოქალაქეს, წარმოშობით უკრაინელ ინჟინერ სერგეი სმისოლვს ეძებენ. სმისლოვი მესტიაში წყალგაყვანილობის მიმართულებით მუშაობდა.
როგორც სმისლოვის შვილი ვიქტორია სერდაკოვსკა “newsportal.ge”-სთან საუბრისას განმარტავს, მამამისი 12 ივლისს ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით წავიდა, თუმცა ჯვარი-მესტიის გზაზე მისი კვალი დაიკარგა.
როგორც “newsportal.ge”-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეს მესტიის პოლიცია სსკ-ის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სმისლოვის პოვნის მიზნით სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.