მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.