ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival” ამოქმედდება

2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება  ,,Visa on Arrival”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და  15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ამ გადაწყევტილების შესახებ, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის არჩილ ძალიავილის ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლებთან შეხვედრის  შემდეგ გახდა ცნობილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება.  მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი