თამარ ბაჩალიაშვილმა წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო – კომპანიის დირექტორი

კომპანია “ზეგის” დირექტორმა, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი იყო დასაქმებული, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა. თამარ კობერიძე ამბობს, რომ გოგონამ სამსახურიდან წასვლის შესახებ მათ წინა კვირას შეატყობინა.

“თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა,” – ნათქვამია კომპანია “ზეგ”-ის დირექტორის განცხადებაში

კომენტარები

დატოვე კომენტარი