თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს. ლელა ჩიქოვანი პირველ მოადგილედ, ხოლო ნუკრი გელაშვილი მოადგილედ უწყების ახალმა ხელმძღვანელმა მედიას თავად წარუდგინა.
იზორიას ინფორმაციით, ჩიქოვანს უსაფრთოხების სფეროში საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, არის ყოფილი სამხედრო ატაშე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში, სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. კიდევ ერთი მოადგილეა ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის ყოფილი რექტორია. ასევე იყო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე.
მინისტრმა ორივე გამოცდილ კადრებად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ კადრებით ამაყობს, რადგან მათთან ერთად ბევრი სახელმწიფო რეფორმა განახორციელა.