თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს – გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი თავდასხმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რადგან ის არაერთხელ დაემუქრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.

მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.

რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“,- აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, რომ გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი