„თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ოთარ დანელიას პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების” აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრა მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში გაკეთდა.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელიას დასახელებამ აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩამოგვიყალიბა ღრმა შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანა განვითარების სწორი გზით ივლის მშვიდობის, დემოკრატიისა და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები და „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი