„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის კომბინატში, ახალსოფელსა და ხეცერაში, დღის ბოლოს კი პარტიის ლიდერები ამომრჩეველს ქალაქის ცენტრში, პარტიის ოფისის წინ შეხვდნენ და პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ მოსახლეობას ისეთ დაპირებას არ მისცემენ, რის შესრულებასაც ვერ შეძლებენ.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, კი გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რათა ზუგდიდელების ცხოვრება გაუმჯობესდეს და მათი სოციალური პრობლემები მაქსიმალურად იქნას მოგვარებული.