,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა სამეგრელოს რეგიონში ცნობილია. ფოთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგო ჩაკვეტაძე იქნება. ქალაქ ზუგდიდში – ირაკლი ჩიქოვანი. სენაკში “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი იქნება. მარტვილის და აბაშის საარჩევნო ოლქში კი ირინა თოფურიას კანდიდატურაა წარდგენილი.
,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებს” ჯერ არ გაუსაჯაროებიათ ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ჩხოროწყუ-წალენჯიხის საარჩევნო ოლქების კანდიდატები.