თბილისში, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
“მუშები აწარმოებდნენ სამუშაოებს და ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 2 ადამიანი”, – აცხადებენ უწყებაში.
აფეთქების ხმა ფილარმონიასთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაიგეს.
ცნობისთვის, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.