რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციაა დაგეგმილი, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
პატრულმა გზა გადაკეტა.
ამასთან, სამართალდამცველებმა რუსთავის ციხესთან რკინის ჯებირები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორიაზე განალაგეს.
ოპოზიციის აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.