თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”; “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”.
დღეს პროტესტის 69-ე დღეა. მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.