თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯამში, 16 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, 16-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაკავებულებიდან, ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ღამე გაათენეს, სამართალდამცავებმა დაშლისკენ დღეს გამთენიისას მოუწოდეს. სამართალდამცავებმა დაშალეს მომიტინგეების კუთვნილი კარვებიც. იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც.