თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკიდან სამკურნალოდ მიყვანილი რამდენიმე პატიმარი გაიქცა.
ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გაქცეულია 3 პატიმარი.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის, ზაზა ზარანდიას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ხოლო ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ყველა მათგანი პასუხისგებაში მიეცემა.