თბილსში ქალი მოკლეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ქალი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მოგვიანებით მაინც შეძლო.

ფაქტზე, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, როემლსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა – 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს”, – წერს შსს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი