თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განუცხადა, რეგიონებიდან მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს, ხოლო შემდეგ მგზავრი თბილისის მიმართულებით შიდა ტრანსპორტით გადაადგილდება.
აბესაძე ამბობს, მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძვირდება.