სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გაწევა მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება.
შეგახსენებთ, ხანძარი მიმდინარე წლის აპრილში გაჩნდა, რის შედეგადაც მოვაჭრეებს საქონელი დაეწვათ.