თბილისის ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს ანაზღაურება ეზრდებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება.

“ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს და ძალიან არასახარბიელო პირობებში და მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები საშუალოდ 25%-ით იზრდება. რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი