თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს მიმართა. როგორც რურუამ განაცხადა, უსაფუძლოა ბრალდება მის მიმართ, რომ აღმოჩენილი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო.

“ბატონო მოსამართლე, თუ არ შევცდი, ბრალდების მხარემ, როდესაც მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც თქვა თურმე საბრძოლო მდგომარეობაში იყო იარაღი, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია, არც ჩემს შარვალში მეტალიზაციის კვალი არ იყო. მაშინ როდესაც მძიმე დანაშაულის კატეგორია განხორციელდა ჯგუფურად კრიმინალური პოლიციის მხრიდან ჩემ მიმართ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ორი ახალგაზრდა ბრალდებული წამოიყვანეს ზურგით”, – განაცხადა რურუამ.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი