ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ადმინსტარციულ ერთეულში საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება. პროექტი სამ მუნიციპალიტეტს ჩხოროწყუს, ხობს და წალენჯიხას უმოკლეს დროში აკავშირებს ზუგდიდთან. აღნიშნული გზა ასევე რამდენიმე სოფელს ყულიშკარს, ჭაქვინჯს, ჯიხაშკარს, ბაღმარანს, დიდდობერას და ნარაზენს მუნიციპალიტეტის ცენტრთნ აკავშირებს.
როგორც “Newsportal.ge“-ს ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, ჭაქვინჯის საავტომობილო გზა 30 წელზე მეტია შეკეთებას საჭიროებს. გზა ავარიულ მდგომარეობაშია, რაც საფრთხეს ქმნის როგორც ავტომობილით მოსარგებლეებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის.
„ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობამ დაისახა პროირიტეტად მაღალხარისხიანი გზის მშნებლობა. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 10,015 (ათი ათას თხუთმეტი) მეტრია, სიგანე – 5 მეტრი. სარეაბილიტციო გზის მონაკვეთზე ახალი მონოლითური, რკინა ბეტონის საფარი დაიგება. რომლის სისქე 16 სანტიმეტრი იქნება. გზის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალირი განვითარების ფონდის მიერ 4,463 613 (ოთხი მილიონ ოთხას სამოცდასამი ათას ექვსას ცამეტი) ლარით დაფინანსდა.
ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განმარტებით „ახალი სატრანსპოტო გზა უფრო მაღალ ხარისხზე და მრავალწლიან სარგებლობაზე იქნება გათვლილი“.
„ჩვენი მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები იყოს უფრო მყარი და ხარისხზე დაფუძნებული, ამიტომ ავირჩიეთ გზის სამშენებლო მასალად რკინა ბეტონის საფარი. ჭაქვინჯის გზის რეაბილიტაცია ხვალ დაიწყება და სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება“, – აცხადებს თოლორაია.