თეატრებისა და კინოთეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო – ნათია მეზვრიშვილი

რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტების ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან, ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან.

„მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში. კერძოდ, მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტების ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან, ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით, შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი