მუქარის მიუხედავად, გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან და დავიცვა – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა და სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, არჩევნები არის ბრძოლა, ევროპული მომავლის ასარჩევად.
“როგორც იცით, გასულ კვირას, მე, დედაჩემმა და ჩემმა დამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა მივიღეთ. ამ მუქარის მიუხედავად და კიდევ უფრო ამ მუქარის გამო, გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში, იმიტომ, რომ ეს არის ჩემიმოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, რომ ვიყო დედაჩემთან და დედაჩემი დავიცვა. ეს არის ჩემი გაგება, თუ რაარის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები დაარჩევნებამდე დავრჩები, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა.რომ ის საბჭოთაწარსული არ დაბრუნდეს, ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად,საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.