„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თენგიზ ალმასია მოსახლოებასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, დეპუტატობის კანდიდატი, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ლაშა გოგიასთან და მაჟორიტარ დეპიტატთან მერაბ ქვარაიასთან ერთად ცაიშში, ცენტრის და ეკლესიის უბნის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებს მმართველი გუნდის წევრებმა სიტყვით მიმართეს და შუალედურ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს.
ლაშა გოგიამ ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ცაიშის ადმინისიტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
„მიმდინარეობს ცაიში-ცაცხვის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. დაგეგმილია 24 საათიანი წყალმომარეგბის ქსელის მოწყობა, რომელიც აერთიანებს ცაიში-ცაცხვის და ურთას ადმინისტრაციულ ერთეულებს. ცაიშში დაგეგმილია, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა გზების მოწესრიგება“, – განაცახადა ლაშა გოგიამ.