ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება.
ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ ტექდათვალიერებას არ გაივლის, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით.
იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური, ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერებას ისევ არ გაივლის, ჯარიმის ოდენობა იზრდება – ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.