ანაკლიის პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია

ზუგდიდში, ტექნოპარკის სენობაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის და ჟურნალ „ანაკლიის „ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი სამეგრელოს მოსახლეობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს და მათ დეტალურად გააცნეს, თუ რა სამუსაოები განხორციელდება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფარგლებში.

სამეგრელო მოსახლეობასთნა პროექტის და ჟურნალ „ანაკლიია“ თაობაზე მწერლებმა გურამ ოდიშარიამ დ ადათო ტურაშვილმა ისაუბრეს.

პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „ადამიანები სანაპიროდან“ – ფოტოსესიები, რომლებსაც ჟურნალ ანაკლიისთვის ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ქმნის და იგი ანაკლიისა და სამეგრელოს სხვა სოფლების მაცხოვრებლებს ასახავს.

პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლეცან შონია, მოადგილე დათო კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ზუგდიდის და ანაკლიის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი