“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ტყვეებით ვაჭრობა არ შეიძლება.
„ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“,- წერს გვარამია.
ამასთან, გვარამია იმ ძირითად საკითხებს ასახელებს, რაც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკომენტაროდ დებს ალან ბერსეს ბრიფინგს „განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე მისი კოალიცია“