თეთნულდზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანის ოპერაცია დაასრულეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
როგორც ცნობილია, ტურისტთა 8 კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. შემთხვევა 6 დღის წინ მოხდა. მეორე დღეს მაშველებმა ერთ-ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს, თუმცა გარდაცვლილის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა რთული კლიმატური პირობების გამო.
(ცხედრის ამოყვანის ოპერაციის ამსახველ ვიდეო-მასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს)