ზუგდიდში წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები თეთრი გიორგის ქუჩას უტარდება.
თეთრი გიორგის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღდგენილია წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული 50-მდე ქუჩა.