თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი? – პოდოლიაკი ღარიბაშვილს

უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს პრემიერს მიმართავს.

“რუსული რაკეტებისგან დაღუპვის რიგში მოხალისეობრივად არავინ დგას, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევანში. უკრაინას ძვირი უჯდება საკუთარი ცივილიზაციის დაცვა. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი