ტრამპი პუტინს შეხვდება

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ამზადებენ.

“მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვაწყობთ”, – განაცხადა მან.

ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს სისხლიანი არეულობა უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.

“ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მას შეხვედრა სურს, ეს საჯაროდაც გამოაცხადა. ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს სისხლიანი. მილიონობით ჯარისკაცი იღუპება, ბევრად დიდი მსხვერპლია, ვიდრე პრესა აცხადებს. როდესაც დიდი შენობა ინგრევა ნადგურდება 2-3 კვარტალი და ამბობენ, რომ არავინ დაშავებულა. თუმცა, 20 სართულიანი შენობებია ჩამოშლილი. ეს ომი არასდროს არ მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვტოფილიყავი. ვეცდები, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულო,” – აცხადებს დონალდ ტრამპი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი