წალენჯიხაში 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანხარი. საჩინოში ხანძრის კერა, დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, უკვე დააზიანდა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში.
მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს, თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას.
სავარაუდოდ ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა.
ამ ეტაპზე რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს ელოდებიან.
ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია.
სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქ.ენერგო, რომელიც დაზიანებულ დენის სადენებს აღადგენს.