წალენჯიხაში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ჩამოიშალა ლოდი და ნაშალი მასით გზა მთლიანად ჩაიხერგა.

უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. შემთხვევის ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

ამ დროისთვის ჯაღირას ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ტექნიკა და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხდება გზის სავალი ნაწილის აღდგენა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი