წალენჯიხაში, მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლსასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება და ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.
რაც შეეხება სამართალდამცველს, ის მოქმედი პოლიციელია და ერთ-ერთი ინფორმაციით, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა. უცნობია, შემთხვევის დროს სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თუ არა და გაისროლა თუ არა სამსახურებრივი იარაღით.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, ჩართულია პროკურატურაც.