წალენჯიხის სოფლებში, საჩინოსა და კანთიში ხანძარია. ინფორმაციას წალენჯიხის ვიცე-მერი თამარ ბელქანია ავრცელებს.
“მოსახლეობას ვთხოვთ მიწის საგაზაფხულოდ მომზადებისას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაიცვან. ზოგ ადგილას სახანძრო მანქანა ვერ მიდის“, – აცხადებს ბელქანია.
შეგახსენებთ, წალენჯიხის სოფლებში ხანძარი რამდენიმე დღის წინ წინაც დაფიქსირდა.