ციხეში დაჭრილი პატიმრი გარდაიცვალა

28 წლის გურამ სვანიძე 20 აგვისტოს თავში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში შეიყვანეს. მანამდე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სვანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევაც სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა. მან ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა.

დაჭრილი პატიმრი დღეს გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ბადრაგი დაკავებულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი