10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, 7-8 მაისს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში თოვლჭყაპი იქნება.
„ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება ჯერ მოსალოდნელი არ არის. 10 მაისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ხვალ ინტენსივობა შესუსტდება, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში შეწყდება.
დედაქალაქში სუსტი წვიმა შენარჩუნდება. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში გაძლიერდება“,- აღნიშნა გვაზავამ.