თუ 1%-იან გადახრას ნახავენ, ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებს – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში და ჩაერთოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

“არანირი მნიშვნელობა არ აქვს მე დისკომფორტი შემექმნება თუ არა ოპოზიციის პარლამენტში არ შემოსვლით. მთავარია, დისკომფორტი არ შეექმნას სახელმწიფოსა და მთვარია პრობლემები არ შეექმნას ქვეყნის პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას. ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი გამართულად იმუშავებს. მე ვიტოვებ იმედს, რომ იფიქრებენ რაციონალურად და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. შედეგად, საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და შეუძლებელია რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს შეთავაზება, რომ თუ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ერთ პროცენტიანი გადახრა მაინც იქნება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და ისინი შეძლებენ ვინმესთვის ამის დამტკიცებას, მაშინ იქნება რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე პირადად, დარწმუნებული ვარ, ამას ვერავინ შეძლებს. ნამდვილად არ ვაპირებთ შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი