თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ეს ევროკავშირის მხრიდან მორიგი სტრატეგიული შეცდომა იქნება – პრემიერი

პრემოერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 ევრორეკომენდაციიდან, ფაქტობრივად, 11 უკვე შესრულებულია და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წლის ბოლოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად, ხმამაღლა თქვეს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. ასეთი ხმამაღალი განაცხადი ჩვენ ბოლო 30 წელის განმავლობაში არ მოგვისმენია. ეს, შეიძლება ითქვას, ნიშნავს რეალურად, ჩვენი გუნდის მუშაობის ძალიან დიდ მიღწევას და დაფასებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათანადო აღიარება სჭირდება. რა თქმა უნდა, სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი შემდეგი ეტაპისთვის. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა ყველაფრისთვის. მე ჩემს შეხვედრებში ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს ვარწმუნებ, რომ თუ ისინი [საქართველოს] არ მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მორიგის სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან დაშვებული. ამას უბრალოდ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს. ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ვართ რეალურად შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კონკრეტული შედეგები მოაქვს. მინდა გითხრათ, რომ კოლეგების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს მიერ მიწოდებულ არგუმენტებს იზიარებს,“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი