“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 7-8 თვის განმავლობაში შეიწყალა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარი ინტერესების ქვეყნისაზე წინ დააყენა.
„წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში, თუ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, იმას, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. ამას თუ გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს საერთოდ საოცრება იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.