თურქეთში გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – საგარეო უწყება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი