თურქეთში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდას მიაღწია.

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა.

არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, გარდაიცვალა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი.

ოფიციალური ინფორმაციით მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, ლიბანში, ისრაელში, სირიაში, საქართველოსა და სომხეთში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი