თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
არხის ცნობით, შემთხვევა მარმარისში მოხდა. საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ედებათ ბრალი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, თურქეთში საქართველოს კონსული მარმარისში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი