თუშეთის ერთადერთი საავტომობილო გზა დაიკეტა

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა უამინდობის გამო დაიკეტა. ინტენსიური თოვის გამო  ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მანქანების მოძრაობა შეიზღუდა.

თუშეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ  გზაზე თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს. განსაკუთრებით კი რთული ვითარებაა აბანოს უღელტეხილზე, რის გამოც მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს კომპანია ,,გერალი“ აწარმოებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს დილიდან ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე თოვლის გაწმენდის სამუშაოებს დაიწყებს და ავტომანქანების მოძრაობა შესაძლოა დღის პირველ ნახევარში აღდგეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი