ტყუილია, რომ კვლევა არსებობს, რომლის მიხედვითაც შენგელია იგებს – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, კვლევის მიხედვით არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იგებს.

„ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს რომელშიც „ოცნების“ კანდიდატი რამეში იგებს საერთოდ. ეს ისეთი ტყუილია, საპრეზიდენტო არჩევნებში რომ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. ჩვენ კი ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38% აიღო, მოსყიდვების მიუხედავად. სიმართლე კი ის არის, რომ დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი. როგორ ჩანს, აგონიაში მყოფ ხელისულებას ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ტყუილია ისიც, რომ ჩვენი მხარდამჭერები სადმე აგრესიულად იქცევიან. არცერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. აგრესიულად იქცევიან „ქართული ოცნების“ დაქირავებული ადამიანები. სანდრა რულოვსს უვარდებიან და ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათი მერობის კანდიდატი 12%-ით იმარჯვებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი