გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.